დღეიდან, 7 მარტიდან დიდი მარხვა იწყება. დიდი მარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში საღამოს ლოცვაზე წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი იკითხება. ოთხშაბათსა და პარასკევს ეკლესიებში პირველშეწირულის ლიტურგია ტარდება.
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, იგი ანდრია კრეტელის სინანულის კანონს ორშაბათსა და სამშაბათს სიონში საკათედრო ტაძარში, ხოლო ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წაიკითხავს.
დიდმარხვა აღდგომიდან 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულები.
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 24 აპრილს აღინიშნება.