"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.
"სწორი საპროტესტო აქციები არათუ გამორიცხული, პირიქით, საჭიროცაა. ესაა ის ფორმაა, რითაც ზემოქმედებას მოვახდენთ ხელისუფლებაზე, შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა ან კონკრეტული მინისტრის პოზიცია", - აცხადებს ალასანია.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები ის კონსტიტუციური ფორმაა, რომელიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს. თუმცა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა არ აქვს.
"რეალურად, სააკაშვილი გახდა ბარიერი, მაგრამ მასთან ოპონირება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა გადავიყვანოთ", - აღნიშნა ალასანიამ.