"ტყვია მიზანში უნდა მოვახვედროთ. ყველა სხვა გზა ფუჭი გასროლა იქნება", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რევოლუციით ხელისუფლების შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.
მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა უალტერნატივოა.
"ქვეყანაში სერიოზული რეფორმების პროცესი დავიწყეთ, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. მთავარია, ხელისუფლების წინააღმდეგ არსებული საპროტესტო ენერგიის გაერთიანება", - აცხადებს ალასანია.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ მილიონ 800 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც ხელისუფლების შვიდწლიანი მმართველობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.