სახალხო კრებამ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის თავმჯდომარედაც აკაკი ჩოფლიანი აირჩიეს.
როგორც ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძროაბის" ლიდერმა და სახალხო კრების ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, ქართველ ახაგზარდებს სურთ, რომ საქართველო რეალურად თავისუფლაი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ერთიანი იყოს.
"საქართველოში მართლაც უამრავი ახალგაზრდაა, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს რეალურად თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი. ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ თავინთი სამშობლოს გადარჩებისთვის იმისთვის, რომ მათ უკეთეს საქართველოში იცხოვრონ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ღონისძიება დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდები საქართველოს ყევლა რეგიონიდან დაეწრო.