პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დედის დღე ახალშობილთა დედებს ჩაჩავას სახელობის პერინატარული მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამშობიაროში მიულოცა.
"ვულოცავ ყველა ქართველ ქალს და განსაკუთრებით დედებს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და სიხარულს. ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოგრაფიის სურათი შეიცვალა და შობადობა გაიზარდა. ჩვენი ერისთვის აუცილებელია გამრავლება, მეტი ბავშვი და დედა. დღეს არის ის დღე, როდესაც ყველა დედას განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ და ვუსურვოთ ყველაფერი საუკეთესო", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისვე თქმით, იგი სამშობიაროს დღევანდელ დღეს სიმბოლურიად ესტუმრა, რადგან ქალისთვის დედობის განცდა სწორედ იქ იწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად ახალშობილთა დედები მოინახულა და მათ სამახსოვრო საჩუქრები და ყვავილები გადასცა.