რუსეთის ფედერაციამ აფხაზ სეპარატისტებს უკვე მესამედ რუსეთში გაგზავნილი მიმოზა დაუწუნა და უკან, აფხაზეთში დააბრუნა. როსსელხოზნადზორის კრასნოდარის მხარის განყოფილების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, - "აფხაზეთმა კვლავ გამოაგზავნა გაზაფხულის ყველაზე პოპულარული ყვავილის - მიმოზის მოწამლული პარტია, რომელიც გამშვებ პუნქტზე "ადლერ-ავტოდოროჟნიზე" გააჩერეს".
"ჩვენმა სპეციალისტებმა კვალვ აღმოჩინეს, რომ მცენარე დასავლური ყვავილის ტრიფსითაა მოწამლული", - განმარტეს პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ იმის გამო, რომ დაავადებული მცენარის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანა აკრძალულია, იგი უკან, აფხაზეთში გააგზავნეს, ისევე როგორც წინა ორი პარტია.
თებერვლის ბოლოს აფხაზეთში 40 კგ. მიმოზა დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები