ოსი სეპარატისტები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში კვლავ საქართველოს უჩივიან. "სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების გადაცემა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში კვლავ გააგრძელა", - იუწყება ოსური მედია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ელდარ კოკოევის განცხადებით, "განმცხადებლები აგრძელებენ მოთხოვნას აღიარებულ იქნეს საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში".
მისივე თქმით, ე.წ. პროკურატურაში იბარებენ იმ განმცხადებლებს, რომელთა სარჩელებიც სტრასბურგის სასამართლომ ერთხელ უკვე უარყო და მათ ხელახალი განცხადების დაწერას სთხოვენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოსი სეპარატისტები აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან.
შეგახსნებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ უარი განაცხადა 1 500 ზე მეტი რუსული და ოს სეპარატისტთა მიერ წარმოდგენილი სარჩელის განხილვაზე საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.