საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება. დღეს პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის იუბილეს მისალოცად ეწვევიან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის არიან:
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. დელეგაციას ასევე თან ახლავს თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიდაძემ "ტვ პირველს" განუცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ეკლესიათაშორისი ურთიერთობაა.
"80 წლის იუბილეა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილესი. გვეკითხებიან, მოწვევა თუ გაქვთო... კი, რა თქმა უნდა, მოწვევით, აბა, მოუწვევლად... [დელაგეციის შემადგენლობა] ეს გამოცხადდება. ეს რამე დასამალი არ არის. არის ჩვეულებრივი ეკლესიათაშორისი ურთიერთობა და გამოცხადდება ეს, რომ ინფორმაცია იქნება საპატრიარქოდან", - განაცხადა გიორგი ზვიდაძემ.