ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან გადარჩენილი 3 წლის თაიას, 7 წლის დის ცხედარი ამოასვენეს.
შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.