პრემიერ-მინისტრ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლის შესაძლებლობას ქმნის, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს გააგრძელონ მუშაობა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების გაუმჯობესების შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლის შესაძლებლობას ქმნის.
ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტრის გახსნის მიმართულებით მუშაობა გააგრძელონ.
უკრაინა და მოლდოვა უკვე ასრულებენ წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის კუთხით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ახლა დროა, დაჩქარდეს მათი ევროკავშირის წევრობის გზა. ეს უმცირესობების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საუკეთესო გზაა,“ - წერს მარტა კოსი.