ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საგანგებო წესით დღის წესრიგში შეიტანა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის გახსნის საკითხი. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მედიის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს შესაძლებელი გახდა უკრაინასა და უნგრეთს შორის ტექნიკური გუნდების მოლაპარაკებების დადებითი შედეგების წყალობით, რის შესახებაც ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის მხარემ აცნობა.
ევროკავშირის ელჩები განიხილავენ, რამდენად შეესაბამება ქვეყნების კანონმდებლობა და სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებს კონკრეტულ სფეროებში.