დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას ნატო-ს ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის კონტექსტში და ალიანსის მეხუთე მუხლი გაიხსენა.
„2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ნატო-მ პირველად გამოიყენა მე-5 მუხლი და გაერო-ს უშიშროების საბჭო ერთიანი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ გამოწვევას - როგორც ეს ჩვენმა ხალხებმა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გააკეთეს, მხარდამხარ, ორი მსოფლიო ომის დროს... დღეს, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად - ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მეფემ.
ამასთან, მისი თქმით, 250 წლის წინ არსებულმა მტკივნეულმა დაყოფამ საფუძველი ჩაუყარა აშშ-სა და ბრიტანეთის მეგობრობას, რომელიც გადაიქცა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალიანსად.
"მთელი გულით ვლოცულობ, რომ ჩვენი ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს საერთო ღირებულებების დაცვას - ევროპისა და თანამეგობრობის, ასევე მსოფლიოს სხვა პარტნიორებთან ერთად და უარს იტყვის ჩაკეტილობისკენ მოწოდებებზე,“ - თქვა მეფემ.
მისი თქმით, ამერიკის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გადამწყვეტია ქმედებები.
„ამიტომ, ამერიკის შეერთებულ შტატებს თქვენს 250-ე იუბილეზე მოვუწოდებ, რომ ჩვენმა ორმა ქვეყანამ კვლავ განაახლოს ურთიერთგადატვირთვა - ჩვენი ხალხების და მთელი მსოფლიოს ხალხების უანგარო სამსახურისთვის. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს დიდი ბრიტანეთი“, - განაცხადა ჩარლზ III-მ.