აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს და დედოფალ კამილას თეთრ სახლში დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლა დაიწყო ხუმრობით, რომ „დღეს მშვენიერი ბრიტანული ამინდია“, რითაც, როგორც ჩანს, წვიმიან ამინდზე მიანიშნა იყო და აუდიტორიაში სიცილი გამოიწვია.
მან თქვა, რომ ის და მისი მეუღლე არასოდეს დაივიწყებენ გასულ წელს უინძორის ციხესიმაგრეში ვიზიტს და აღნიშნა, რომ სამეფო წყვილს აშშ-ში „შესანიშნავი, თუმცა ხანმოკლე ვიზიტი“ ელოდება.
ტრამპმა გაიხსენა ხე, რომელიც დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ თეთრ სახლში წინა ვიზიტის დროს დარგო და მას უწოდა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვანი კავშირის ცოცხალი სიმბოლოს.
მისი თქმით, ის ახალგაზრდა ხე, რომელიც ახლა სიმაღლეში და სიმტკიცეში სამჯერ გაიზარდა, ასახავს ორი ქვეყნის ურთიერთობასაც.
ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მსგავსად, ეს ხეც „ბრიტანული ხელებით ამერიკულ მიწაზე დაირგო“.
"მას შემდეგ, რაც აშშ-მა დამოუკიდებლობა მოიპოვა, „ამერიკელებს ბრიტანელებზე უფრო ახლო მეგობრები არ ჰყოლიათ“, - განაცხადა ტრამპმა.