აშშ-მა 28 აპრილს სანქციები დააწესა 35 იურიდიული და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც ირანის„ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ფუნქციონირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა გააფრთხილა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ირანის მთავრობას ან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) უხდის „საბაჟო“ გადასახადებს ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილებისთვის, მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
როგორც აღინიშნება, სანქციები მინართულია იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან წვდომის საშუალებას აძლევდა — ნავთობის უკანონო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მისაღებად, რაკეტებისა და სხვა შეიარაღების კომპონენტების შესაძენად, ასევე ირანელი წარმომადგენლებისთვის თანხების გადასარიცხად.
„ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა მისი შეიარაღებული ძალებისთვის სასიცოცხლო ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს და ხელს უწყობს ისეთ საქმიანობას, რომელიც არღვევს გლობალურ ვაჭრობას და ახლო აღმოსავლეთში ძალადობას აძლიერებს“, - განაცხადა აშშ-ისსახაზინო მდივანმაა სკოტ ბესენტმა.