შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ პირს - 1997 წელს დაბადებულ პ.ნ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს.
ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს პ.ნ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, პ.ნ. კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართლდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ხუთივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.