ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი ბარის თანამშრომლებს დაემუქრა, რომ მათ მოკლავდა.