სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია დასკვნას 1-ელ მაისს წარადგენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა დღევანდელი სხდომის შეჯამებისას განაცხადა.
დღეს "ფასების საპარლამენტო კომისიაში" ნავთობკომპანიებს მოუსმინეს.
"ჩვენ, ჩვენი მხრივ თქვენი მხრიდან წამოსულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ.
დიდ სურათში ფასწარმოქმნის ჯაჭვი რომ ავიღოთ, პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს სადღაც პროდუქციის მთელი გაყიდვებიდან 88-89%-ს, საოპერაციო ხარჯი მერყეობს 8%-მდე და საოპერაციო მოგება 2.5%-დან 3%-მდეა. ყოველივე ამას ჩვენს დასკვნაში გავითვალისწინებთ",- განაცხადა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა.