რუსეთმა უარყო აშშ-ის შეთავაზება, რომელიც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისთვის სრული კონტროლის გადაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აღნიშნულია, რომ ამერიკული გეგმის თანახამდ, შეერთებული შტატებს უნდა ემართა სადგური, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ელექტროენერგიის განაწილება.
თუმცა, რუსეთმა ეს წინადადება უარყო.
ამავდროულად, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დამოუკიდებელ კონტროლს დაჟინებით მოითხოვს. კრემლი ამტკიცებს, რომ ეს, თითქოს, უკრაინას საშუალებას მისცემს, დაბალ ფასებში მიიღოს ელექტროენერგია.
„მოსკოვი ამტკიცებს, რომ ელექტროსადგურს გააკონტროლებს და მზადაა უკრაინას ელექტროენერგია დაბალ ფასებში მიჰყიდოს. ოფიციალური კიევი უარს ამბობს.“ - წერს გამოცემა.
Reuters წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია.
ორივე მხარე პრინციპულ პოზიციას ავლენს: რუსეთს დათმობა არ სურს, ხოლო უკრაინა ერთობლივი მმართველობის არცერთ ფორმას არ ეთანხმება.