2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულ თამარ ლორთქიფანიძე, დავით გუნაშვილი და ნიკა კორძაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-5 000 ლარიანი სახდელი დააკისრა.
რამდენიმე აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო:
ანუკი ჩრდილელის პროცესი 10 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება;
თათია აფრიამაშვილის პროცესი 8 სექტემბერს, 12:00 საათზე;
ალბი კორძაიას პროცესი 5 სექტემბერს, 11:00 საათზე;
ბექა პაპაშვილის კი 11 სექტემბერს, 12:00 საათზე.
2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.