გოგოები საშინლად დალურჯებულები არიან, ჩემს შემთხვევაში ეს იყო უხეში დაკავება და სრულიად არალეგიტიმური. - ამის შესახებ აცხადებს რუსთაველის გამზირზე 2 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ალბი კორძაია, რომელიც 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
“გზის გადაკეტვის შემდეგ, აქტივისტები მიმოვიფანტეთ. რამდენიმე აქტივისტმა ერთ-ერთ კაფეს შევაფარეთ თავი.
რამდენიმე კილომეტრში კივილი გავიგონე, რა თქმა უნდა, გავიქეცი და ოპერის მოპირდაპირედ საპოლიციო მანქანა დავინახე. ჩემი ნაცნობი აქტივისტები ყვიროდნენ, მივხვდი, რომ დააკავეს... როცა ვამბობდი, ხელი გამიშვითო, ერთი პოლიციელი ზურგიდან მწვდა და მანქანაში ჩამაგდო. ჯერ შუშებიან შენობაში, მერე კი თავი ამოვყავით ახალციხის იზოლატორში - მე, თათია აფრიამაშვილი, შუშანა მაცაბერიძე და ნენე გაბლაია. გოგოები საშინლად დალურჯებულები არიან. ჩემს შემთხვევაში ეს იყო უხეში დაკავება და სრულიად არალეგიტიმური, უბრალოდ იმის გამო, რომ პოლიციის „მარშუტთან" ვიდექი, შემაგდეს მანქანაში. ჩამიწერეს მუხლები, რომ ვბილწსიტყვაობდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი, რაც ასე არ ყოფილა“, - ამბობს ალბი კორძაია.