„მსურველთა კოალიციის“ მონაწილეებმა უკრაინას შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების მზადყოფნის შესახებ განაცხადეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ეს განცხადება კოალიციის შეხვედრაზე გააკეთა და თქვა, რომ კოალიციამ უკრაინას „ურღვევი დაპირება“ მისცა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
სტარმერმა აღნიშნა, რომ რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აჭიანურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინაზე თავდასხმით.
„ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა გასულ კვირას კიევში განხორციელებული განურჩეველი თავდასხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობებს.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფს უკრაინის მიმართ ურყევი ერთგულება აქვს, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უჭერს მხარს და ახლა ნათელია, რომ მათ პუტინზე ზეწოლის განხორციელებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს“, - განაცხადა სტარმერმა.
ამიტომ, სტარმერი მიესალმა უკრაინის ზოგიერთი მოკავშირის ახალ განცხადებებს კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესახებ.