ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე შეძახილების ფონზე იკითხება.
მოქალაქეები სკანდირებენ: თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“.
დარბაზში მყოფმა მსახიობმა მალხაზ ირემაძემ მზია ამაღლობელს მიმართა, უთხრა რომ "მაგარი გოგოა და საქართველო მასთან არის", საბოლოოდ, მსახიობი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დარბაზიდან გააძევა.
ირაკლი დგებუაძემ კი ირემაძის მისამართით გამოიყენა სიტყვა: "ჯამბაზი".
ირაკლი დგებუაძე სხდომაზე მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.