16 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინას 90 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, მათგან 47უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
უკრაინელის სამხედროების თქმით, კიდევ 33 ლოკაციურად დაიკარგა.
რუსებმა დრონები გაუშვეს მილეროვოდან, ბრიანსკიდან, შატალოვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან ჩაუდადან.
47 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკისა და ოდესის რეგიონებში.
ხელისუფლების ცნობით, რუსეთის თავდასხმა შეეხო ჩერნიჰოვის, კიევის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებს.