ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანჰეიმში. უცნობი პირი მსუბუქი ავტომობილით ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.
ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანჰეიმში. უცნობი პირი მსუბუქი ავტომობილით ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა. ამის შესახებ Bild-ი იუწყება
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანქანის მძღოლი დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა სხვა ეჭვმიტანილები.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლას. ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ქუჩა გადაკეტილია.
ქალაქიდან გამავალ ყველა გზას და ხიდს აკონტროლებენ პოლიციელები, ვერტმფრენი კი მანჰეიმს ჰაერიდან აკონტროლებს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი შეიკრიბა დასავლეთ გერმანიაში რაინლანდის კარნავალის სეზონის აღლუმებზე შეიკრიბა.
თვითმხილველთა თქმით, განაცხადეს, ადამიანთა ჯგუფს შავი ჯიპი დიდი სიჩქარით დაეჯახა. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ Galeria Kaufhof-თან ახლოს მოხდა.