დიდი ბრიტანეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღსადგენად. ამის შესახებ The Times-ი წერს.
ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ზელენსკიმ პატივისცემა უნდა გამოავლინოს აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მიმართ, რათა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერჯერობით გაურკვეველია მზად არის თუ არა ზელენსკი ამისათვის.
ზელენსკიმ მანამდე თქვა, რომ მას სჯერა, რომ კონფლიქტი დასრულდება და მზად არის ხელი მოაწეროს წიაღისეულის შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის მთავრობა ხელშეკრულებას ხელს ამ კვირაში მოაწერს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ამისთვის ვაშინგტონში არ ჩავა.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი სრულად არ ეთანხმება ამ შეთანხმებას - ლონდონს მიაჩნია, რომ უკრაინას უსაფრთხოების სამხედრო გარანტია სჭირდება.
ამასთან, ბრიტანული მხარე დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.