აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს მოისმინოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარ შელაპარაკებას და სურს სამშვიდობი შეთანხმების გაფორმება. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უოლცის თქმით, ტრამპსა და ზელენსკის შორის დაპირისპირებამ აჩვენა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ იყო მზად მშვიდობაზე სასაუბროდ.
”მაგრამ აქ არის პრობლემა, დრო არ არის მის მხარეზე, დრო არ არის მხოლოდ ამ კონფლიქტის სამუდამოდ გაგრძელების მხარეს, ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის შეუზღუდავი, მათი საფულეები არ არის შეუზღუდავი და ჩვენი საბრძოლო მასალა არ არის შეუზღუდავი”, - თქვა უოლცმა.
„ზელენსკიმ მართლაც დათვური სამსახური გაუწია თავის ქვეყანას იმით, რომ არ მიიღო დადებითი შედეგი პარასკევს, და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპის მრჩეველმა.
უოლცმა ასევე თქვა, რომ თეთრ სახლს სურს მოისმინოს ზელენსკისგან, რომ ის ნანობს მომხდარს, რომ მზადაა ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას და რომ მზადაა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
"მე არ ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტიად ბევრია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, რათა აღდგეს სტაბილურობა", - დასძინა მან.