აშშ ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Reuters წერს.
თეთრმა სახლმა სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა სანქციების სიის შედგენა, რომელთა შემსუბუქებასაც შეძლებენ.
სააგენტოს წყაროების ცნობით სასანქციო უწყებები ამჟამად ამზადებენ წინადადებებს სანქციების გაუქმების შესახებ ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის ზოგიერთ რუსი ოლიგარქისთვის.
თეთრი სახლის კონკრეტული მოთხოვნა ასეთი დოკუმენტის შესახებ ბოლო დღეებში ხაზს უსვამს ტრამპისა და მისი მრჩევლების მზადყოფნას შეამსუბუქონ რუსული სანქციები მოსკოვთან პოტენციური შეთანხმების ფარგლებში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეიძლება მოსთხოვოს ვაშინგტონმა რუსეთს სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.