შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს დაევალა საგარეო სამსახურის გარდაქმნა, რათა "ერთგულად და ეფექტურად განახორციელოს" ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი.
დიპლომატიური სამსახურის რეფორირება ტრამპის ძალისხმევის ნაწილია, მოახდინოს საგარეო პოლიტიკის სრული თანხვედრა მის პროგრამასთან "ამერიკა უპირველეს ყოვლისა".
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს შეებრძლოს ე.წ. „დიფ სთეითს“ თანამდებობის პირთა გათავისუფლებით, რომელთაც იგი არ მიიჩნევს ლოიალურად.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის პროგრამის განხორციელებაზე უარი შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
"სახელმწიფო მდივანმა უნდა შეკრიბოს პატრიოტების განსაკუთრებული გუნდი ამ პოლიტიკის ეფექტურად განსახორციელებლად", - ნათქვამია დოკუმენტში.
"სახელმწიფო მდივანრმა, კანონმდებლობის შესაბამისდ, მოახდინოს რეფორმირება საგარეო სამსახურსა და საგარეო პოლიტიკის მენეჯმენტში, რათა უზრუნველყოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური პროგრამის განუხრელი და ეფექტიანი შესრულება", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
განკარგულების თანახმად, საგარეო სამსახურის რეფორმირების მიზანია, უზრუნველყოს პერსონალის მტკიცე მზადყოფნა, რათა "ორიენტირებულნი იყვნენ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე".