მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მდებარე რუსული კულტურის ცენტრი დაიხურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 თებერვალს მიიღო მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევისა და ტარაკლიას რეგიონში დრონების ჩამოვარდნის ინციდენტის შემდეგ.
„ამ პროვოკაციების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეწყვიტოს მოლდოვა-რუსეთის მთავრობათაშორისი შეთანხმება კულტურული ცენტრების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ, რომელიც დაიდო 1998 წელს.
პროცედურების დასრულების შემდეგ, რუსეთის კულტურის ცენტრმა უნდა შეწყვიტოს საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებენ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრმა ფუნქციონირება კიშინიოვში 2009 წლის თებერვალში დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში დაიხურა ანალოგიური ორგანიზაცია, რუუსლი კულტურის ცენტრი - "რუსული სახლი". ბაქომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ რუსულმა საჰაერო სისტემამ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი დააზიანა, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.