რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
მედვედევის თქმით,, პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის გამო ევროპა განრისხებულია.
„ფრიგიდული, ბებერი, შინაბერა ევროპა ეჭვიანობისა და მრისხანებისგან გადაირია. ის არ გააფრთხილეს პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ და მას არ შეუთანხმეს როგორც შინაარსი, ისე შემდგომი განცხადებები. ეს ცხადყოფს ევროპის რეალურ როლს და მის შანსებს "ააგდოს ქმარი". არაფერია გასაკვირი, ევროპის დრო წასულია. ის სუსტი, უშნო და უსარგებლოა.“, - ამბობს მედვედევი