აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის შეთანხმდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ამის მიუხედავად, ტრამპმა განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, რათა „პუტინმ არ იფიქროს, რომ მან გაიმარჯვა“.
ამის შესახებ Voice of America წერს.
„და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ამას გავაკეთებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირომიქნება, რადგან არ გვინდა, რომ სხვა არაფერი მოხდეს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს მშვიდობა ახლა უნდა“, - თქვა ტრამპმა ოთხშაბათს, 12 თებერვალს, თეთრი სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო ზარების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან შეხვედრის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ შეხვედრები გაიმართება „როგორც აქ, ისევე იქ“. პირველი მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში „არც ისე შორეულ მომავალში“ შედგება.
„ჩვენ ჯერ საუდის არაბეთში შევხვდებით, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას. მაგრამ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი კატასტროფაა, მართლაც საშინელია“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ მან პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგად შეიტყო, რომ პუტინი იყო „ძალიან მტკიცე“.
მისივე თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც სურთ, რომ ომი დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობით და არ განახლდეს გარკვეული დროის შემდეგ.
"როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, მას სურს, რომ ეს დასრულდეს. მას არ სურს დასრულდეს ეს და შემდეგ დაუბრუნდეს ბრძოლას ექვს თვეში - და ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ უახლოეს მომავალში მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას", - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ წინააღმდეგია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების. ის ასევე ფიქრობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა 2014 წლამდე არსებულ საზღვრებს დაუბრუნდეს. თუმცა პირდაპირ პასუხზე უარი თქვა, რადგან კიევი მოლაპარაკების პროცესში თანაბარ მონაწილედ მიიჩნევა.