კიევზე, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ადრე დაწერა, რომ დარტყმა არასაცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.
კლიჩკოს თქმით, ამავე შენობის მეზობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ფანჯრები ჩაემსხვრა. დაზიანდა „ლუკიანოვსკაიას“ მეტროსადგურის შესასვლელი.
კიევის ხელისუფლება ასევე იტყობინება, რომ ნამსხვრევები ჩაცვივდა დესნიანსკის რაიონში.
ასევე შევჩენკოს რაიონში დაზიანდა წყალმომარაგების მილსადენი.