ზუგდიდში ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა იმართვება. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
„ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ვიდრე ქუჩაში ცენტრალური გზის პიკეტირებაა, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა ხალხის თანდასწრებით. მიიტაცეს ჩვენი ხმები, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. დღეს სამშობლო არის სერიოზული განსაცდელის ქვეშ, იმიტომ, რომ ცალსახად გვეუბნებიან, რომ ჩვენი ადგილი არის რუსულ სივრცეში, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი და ისტორიული მონაპოვარი არის სწორედ საქართველო, რომელიც ევროპის მატარებელია. ხელისუფლება უნდა დათანხმდეს ხელახალ არჩევნებს და პარალელურად უნდა მოხდეს ცესკოს რეფორმა", - ამბობს აქციის მონაწილე.