გლობალური კონფლიქტის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ამის შესახებ ტუსკმა მასწავლებელბთან შეხედრაზე ისაუბრა.
ტუსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური ექსპერიმენტული რაკეტით თავდასხმას.
“ჩემთვის რთულია არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა დღევანდელ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“, - თქვა მან.
ტუსკის თქმით, ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და „ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები“ აჩვენებს, რომ საფრთხე „ნამდვილად სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით“.
„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ვგრძნობთ მის მოახლოებას. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ვიცით, რომ ის ახლა ძალიან დრამატულ პროპორცინეს იღებს. ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ ეს საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.
„უკრაინა ძლებს ძირითადად იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა კრეატიული, ბევრმა შეძლო გამოეჩინა მზადყოფნა გამოწვევებისთვის“, - დასძინა მან.
რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დარტყმა იყო პასუხი აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრინისთვის დასავლური იარაღის რუსეთზე დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვის გაცემაზე.