ევროპარლამენტი 28 ნოემბერს საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
„ევროპარლამენტი 28 ნოემბერს საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს. მთავარი, რასაც უნდა ველოდოთ არის ის, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია [მთავრობას] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. საუბრობდნენ იმაზეც, დაესწრებოდა თუ არა ზურაბიშვილი სხდომას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა“ - წერს რიკარდ იოზვიაკი.