ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ტრამპის კერძო რეზიდენცია მდებარეობს.
ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა Telegraaf წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუტე ტრამპთან ნიდერლანდების მთავრობის თვითმფრინავით გაფრინდა.
აღნიშნულია, რომ ნატოს არ ჰყავს საკუთარი თვითმფრინავი უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, ამიტომ ალიანსი რეგულარულად ქირაობს მას მოკავშირეებისგან.
The Washington Post-ი, გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, მანამდე იტყობინებოდა, რომ რუტე მალე ეწვევა ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციას, რათა დაარწმუნოს იგი, რომ არ წავიდეს რუსეთთან დათმობებზე უკრაინასრტან დაკავშირებით.
გამოცემა წერს, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ტრამპთან საუბარში აპირებს აღნიშნოს, რომ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში რუსეთისთვის დათმობები მიუღებელია დასავლეთისთვის, რადგან „ცუდი გარიგება ზიანს აყენებს ტრამპს“.
ნიდერლანდების მთავრობასა და ნატო-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.