პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დაასრულა.
ნინო თიბილაშვილმა 3 სექტემბერს ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამჯერად კი რაპირაში გამოდიოდა, სადაც შეჯიბრის რეპეშაჟში ფრანგ ბრიანა ვიდეს შეხვდა და 5:15 დამარცხდა. რ
ირმა ხეცურიანმა კი მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში იაპონელ ანრი საკურაისთან წააგო და რეპეჟაში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ელენ გიდსი იქნება.