პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა – ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ლაშა ბექაური (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლს – გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე ძიუდო) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.