პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველი იასპარეზებს. 97 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ორგზის ჩემპიონი გივი მაჭარშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი. ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ქართველი ფალავანი მერვედფინალში სამხეთ აფრიკელ დე ლანეს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძისა და თურქ ჩიფჩის შორის გამარჯვებული იქნება.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) მერვედფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ სომეხ ვაზგენ ტევანიანს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 13:15 საათიდან დაიწყება.