პარიზში დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (+125კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი, გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა. ქართველების ნახევრაფინალური დაპირისპირება პეტრიაშვილის გამარჯვებით 7:0 დასრულდა.
ქართველი ფინალში ირანელ მოჭიდავეს შეხვდება.