აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
სტუდენტები აპირებენ მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.
ასევე გეგმავენ პროტეტს შს სამინისტროსთანაც, შემდეგ კი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის შუშის რეზიდენციასთანაც გადაინაცვლონ. აქციაზე, შესაძლოა, ლაზარე გრიგორიადისიც მივიდეს.
შსს-ნ დღეს განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ თუ რუსთაველის გამზირს გადაკეტავდნენ, მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება და შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძებების გატარება.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება: "აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“.