რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოვისმენთ ჩვენ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ კომენტარიგააკეთა ევროპარლამენტარების დღევანდელი განცხადებებზე, რომელშიც თქვეს, რომ რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია:
კობახიძემ მათ "გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" უწოდა:
"დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის ჩაკეტილი წრე, სიცრუსი ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის ამას ემსახურება ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით" ამბობს კობახიძე.