უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ვარაუდობს, რომ მაისის შუა რიცხვებში დაივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება ელოდება, თუმცა კატასტროფული შედეგები არ იქნება.
„ჩვენი შეფასებით საკმაოდ მძიმე ვითარების წინაშე ვდგავართ, მაგრამუნდა გვესმოდეს, რომ ეს კატასტროფული არ იქნება, არმაგედონი არ მოხდება, როგორც ახლა ბევრი ლაპარაკობ, თუმცა მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები იქნება," - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი განმარტებით, ეს პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „რუსები გამოიყენებენ კომპლესქურ მიდგომას“.
”ისინი {რუსები} ახორციელებენ კომპლექსურ ოპერაციას, ჩვენ ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს იქნება რთული პერიოდი მაისის შუა რიცხვებიდან, ივნისის დასაწყისში”, - ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა.