ცუდი დღე პუტინისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება სოციალურ ქსელ Х-ში წერს.
კულება ეხმიანება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას.
"ეს ცუდი დღეა პუტინისთვის. ცუდი დღეა ყველასთვის, ვინც გაბედავს დაიჯეროს, რომ ამერიკას შეუძლია შეფერხდეს, როცა საქმე ეხება იმას, რასაც ან ვისაც ის იცავს.
ჩვენ მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად მიიღო, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა“, - წერს კულება.