ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ეხმიანება, საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის გამო მადლობის სათქმელად მივიდნენ.
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.
მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიეენი და მართალნი.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული.
ამ გზას გავივლით ერთად!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.