ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.
„ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი - და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა. ხელისუფლება, რომელიც იმ დაპირებებით მოვიდა, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება უნდა ჰქონოდა - დღეს კი ვხედავთ გაღარიბებულ ხალხს, საწვავსა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს.
ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ ემსახურება, დამარცხებას იმსახურებს. მინდა, მამუკა მდინარაძესა და მთელ ქართულ ოცნებას მივმართო: ისინი ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული არიან. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე დადასტურდება, როცა ივანიშვილის პარტიის მმართველობა დასრულდება“, - განაცხადა ბოტკოველმა.
მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა: „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ განნაცება არის ურთულესი ფსიქომოვლენა”.