რაც უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართული საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც – ვითომ განდგომილ „ნაცს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მელიაც „ნაცია“ და გვარამიაც, მაგრამ ერთად რომ იქნებიან, შეიძლება, აღარ იყონ „ნაცები“. მათი მიზანია „ნაცი“ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია არცერთი „ნაცი“ ხელისუფლებაში; მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და უცხოელების, სხვა ქვეყნებიდან მიღებული დავალებების შესრულება. აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის. აქედან გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ, გამორიცხულია, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართული საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ „ნაცს“, რამდენადაც არ უნდა დაიშალონ. ისინი ახლა ცდილობენ იმ 20 პროცენტს გარეთ გამოსვლას, რაც, რეალურად, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ მიმართ მხარდაჭერაა, და დანარჩენ 20 პროცენტზე მუშაობას, მაგრამ „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ განნაცება არის ურთულესი ფსიქომოვლენა, ასეთი ფსიქიკის ადამიანები და ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ „ნაცი“ არანაცად მიიღონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.