მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის, Vogue-ის ნიდერლანდების გამოცემის გარეკანზე მეორედ გამოჩნდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.
ქართველი მოდელი ჟურნალის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მანამდე, ის 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის გარეკანზე გამოჩნდა.
გარეკანის ფოტოზე მატილდა გვარლიანი ნიუ იორკის ფონზეა გადაღებული ამერიკელი დიზაინერის კელვინ კლაინის სამოსი აცვია.
მატილდა გვარლიანი მოდის სფეროში სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს.
2024 წლის დასაწყისში ქართველი მოდელი გამოჩნდა ლეგენდარული ფრანგული ბრენდის Chanel-ის რეკლამაში. მანამდე, მან H&M-ის სარეკლამო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვარლიანმა მონაწილეობა მიიღო თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის რამდენიმე ჩვენებაში. 2020 წლის
დეკემბერში იგი გახდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Valentino-ს სარეკლამო კამპანიის ნაწილი.
ქართველი მოდელი აქტიურად მონაწილეობს ჩვენებებში პარიზსა და მილანში მსოფლიო მოდის კვირეულებზე.