თბილისი.21.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". 1-ელ ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტთა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება.
კონცერტზე დაუკრავს ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. საღამოზე შესრულდება ს. რახმანინოვის ვარიაციები შოპენის თემაზე (თხზ. 22).
კორსანტია რუბინშტეინის სახელობის კონკურსის, ასევე სიდნეის და ფლირიდას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. ქართველი პიანისტი 2003 წლიდან ბოსტონის კონსერვატორიის პედაგოგია.
კორსანტიამ 1989 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. კონცერტებით გამოდის ევროპისა და ამერიკის წამყვან საკონცერტო დარბაზებში.