ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ახალმა ევროკომისიამ დღეს მიიღო საბოლოო თანხმობა ევროპარლამენტისგან, რაც საშუალებას აძლევს 1-ელ დეკემბერს შეუდგეს უფლებამოსილების შესრულებას, 5 წლის ვადით.
შემადგენლობას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, 282 წინააღმდეგი იყო, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
"ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ შევუდგეთ მუშაობას“, - თქვა ლაიენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომისია ყოველთვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლის ერთგული იქნება.